ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „არ არის კმაყოფილი“ ვლადიმირ პუტინით და აღნიშნა, რომ უკრაინაში ყოველკვირეული მსხვერპლი ახლა 7 000 ადამიანს აღწევს.
„პუტინით კმაყოფილი არ ვარ. ის უამრავ ადამიანს კლავს, უმეტესად თავისი და მათი [უკრაინელი] ჯარისკაცები არიან. ახლა ეს რიცხვი კვირაში 7000-მდე გაიზარდა“, – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტების დაჟინებულ კითხვებზე შესაძლო ქმედებებთან დაკავშირებით, ტრამპმა დეტალების გამჟღავნებაზე უარი თქვა და განაცხადა: „არ გეტყვით, პატარა სიურპრიზი გვინდა“.
ტრამპმა შეაქო უკრაინელების წინააღმდეგობა და ამერიკის სამხედრო დახმარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „უკრაინელები მამაცები იყვნენ, მაგრამ ჩვენ მათ საუკეთესო აღჭურვილობა მივეცით, რაც კი ოდესმე შექმნილა“.
კომენტარები