მომღერალ მარიამ როინიშვილს ის შეგრძნებები ენატრება, როცა მის ცხოვრებაში არსებობდა ადამიანი, ვისთვისაც იპრანჭებოდა. უყვარს მეგობრების წრეში გართობა, მაგრამ ყველაზე დიდ სიამოვნებას საკუთარ თავთან და შვილთან ურთიერთობაში პოულობს.
მარიამ როინიშვილის ინტერვიუს ჟურნალი „სარკე“ აქვეყნებს“.
– მარიამ თქვენი პირადი ცხოვრება როგორ მიდის, ამ მხრივ რამე სიახლე არის?
– ჩემს პირადში არაფერი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ სურვილი მაქვს ჩემ ცხოვრებაში რაღაც ახალი იყოს.
– სერიოზული ურთიერთობის ხომ არ გეშინიათ?
– როგორ არ მეშინია. ალბათ ახალ ურთიერთობას ცოტა სხვანაირად მოვეკიდები. თუ სიყვარული მოვა მოვიდეს. ამისთვის აფსოლიტურად მზად ვარ. სიყვარულზე უარს არ ვიტყვი, აქ ვარ ველოდები, მაგრამ არ არის და რა გავაკეთო, ძალით ასეთი რაღაცეები არ გამოდის. ვერავისთან ვიპოვე ის მთავარი „ქიმია“, რაც მქონდა და მერე დაინგრა.
– შეიძლება შეყვარებული არ გყავთ, მაგრამ თუ არსებობს ადამიანი, ვისაც ეპრანჭებით, გინდათ თავი მოაწონოთ?
– არ არსებობს ობიექტი, ვისთვისაც ვიპრანჭები. არადა რა კარგი შეგრძნებაა, მენატრება.
მარიამ როინიშვილი – ვერავისთან ვიპოვე ის მთავარი “ქიმია”…
2016/06/02 13:45:56
კომენტარები
ნანახია: 4847 ჯერ