ღამით რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე მასირებული იერიში მიიტანა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.
აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში, კროპივნიცკში, ხერსონსა და ნიკოლაევში.
ჩერნოვცის ოლქზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა.
ხარკოვზე მიტანილი იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი. ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
რუსეთის მიერ ლვოვში გაშვებული დრონი საცხოვრებელ სახლს მოხვდა.
კომენტარები