ზურაბ ჯაფარიძის მიერ ნათქვამ სიტყვებს არავითარი ფასი არ აქვს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
„ხან რუსულ თემას წამოაძახებს, საერთოდ მოდაშია რუსული თემით დაპირისპირება პოლიტიკური ოპონენტისადმი. გულწრფელი მხოლოდ მაშინ იყო, როდესაც ამბობდა, რომ „ნაცმოძრაობას“ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, მითუმეტეს არაფერზე არ აქვს მოსახდელი ბოდიში. იგი იყო „ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივანი და რასაკვირველია, თანამონაწილეა უამრავი დანაშაულის, რომელიც მათ ჩაიდინეს კონკრეტული ადამიანების მიმართ“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
მმართველი გუნდი ზურა გირჩი ჯაფარიძეს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. „ქართული ოცნების“ წევრები ჯაფარიძეს წარსულს ახსენებენ და აცხადებენ, რომ ზურა ჯაფარიძე გულწრფელი მხოლოდ მაშინ იყო, როდესაც ამბობდა, რომ ნაცმოძრაობას დანაშაულები არ ჩაუდენია. ამბობენ, რომ პრორუსული იარლიყის მიკერება, „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი გამოვლინებაა. ცნობისთვის, ჯაფარიძის ფეისბუქ გვერდზე, მისი სახელით გამოქვეყნდა განცხადება, სადაც საუბარია, რომ თითქოს ხელისუფლება ერთი ერთში იმეორებს რუსულ ნარატივს.
