ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება „ქრონიკასთან“ შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ეს ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია.
„მიხეილ ყაველაშვილის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, უმნიშვნელოვანესი იყო. ყველა სასპეკულაციო ველი უნდა დავუკეტოთროგორც შიდა, ისე გარე აქტორებს იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიღაცა ლიდერი ვერ იღებს სრულფასოვნად არჩევნებში მონაწილეობას და შესაბამისად, ის შედეგი, რაც დადგება ( კარგად იციან, რამხელა ანგარიშითაც დამარცხდებიან), დააბრალონ იმას, რომ კონკრეტული ლიდერი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
კომენტარები