სამდღიანი დუმილის შემდეგ მამუკა ხაზარაძის ოჯახის ადვოკატების სახელით, განცხადება გავრცელდა. საქმე ეხება, თბილისში ყავლაშვილის ქუჩაზე, 750 კვადრატული მეტრი ფართობის სახლს, რომელშიც გერმანიის ელჩი ცხოვრობს და მამუკა ხაზარაძის მეუღლის საკუთრებაა.
განცხადებაში წერია, რომ იჯარით გადაცემის შესახებ არსებობს ყველა სამართლებრივი წესის დაცვით შედგენილი, ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულება. თუმცა ამ დრომდე უცნობია რა ფასად აქვს გაქირავებული გერმანიის ელჩ ფიშერზე ხაზარაძეს სახლი. ასევე პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა – იხდის თუ არა გადასახადებს ხაზარაძე.
დეტალების დაზუსტებას ადვოკატთან შევეცადეთ თუმცა, ზვიად კორძაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. დუმილს ინარჩუნებენ გერმანიის ელჩი და ხაზარაძეებიც.
კომენტარები