პრეზიდენტს ასეთი შეფასებების გაკეთება არ უხდება, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.
„მე ასეთ ძველ ბიჭებს არ ვიცნობ. ვის ან რას გულისხმობდა, რა ასოციაციები აქვს და საიდან გამომდინარე ვერ გეტყვით. მე მგონია, რომ არ არის ეს სწორი, ეს შეფასება და მითუმეტეს, პრეზიდენტს არ უხდება ასეთი შეფასებების გაკეთება“, განაცხადა – მანანა კობახიძემ.
მიჩნდება ეჭვი, რომ მმართველ კოალიციაში არის გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ”აჭარის” ტელევიზიის ეთერში კორცხელში მომხდარი ინციდენტის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კომენტარები