თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”არც მისი ახლობელი ვარ, არც მის მეგობრობას ვიჩემებ, მაგრამ საქართველოს უახლესი ისტორიის საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარე ამ ადამიანთან ერთად, როგორც ჟურნალისტმა და როგორც მოქალაქემ. იყო კარგი რესპონდენტი და საოცრად თავმდაბალი ადამიანი. ბევრი კადრი და კიდევ უფრო ბევრი ემოცია გამიცოცხლდა, რაც თითქოს მივიწყებული მქონდა.
როგორი პოლიტიკოსი იყო, ამას დრო უკეთ შეაფასებს, თუმცა ლევანმა უდავოდ დატოვა საკუთარი კვალი ქართულ პოლიტიკაში.
თანავუგრძნობ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს და მის ახლობლებს!”
კომენტარები