ქმედება არის ისეთი, რომელსაც უკვე სექტანტური ელფერი დასდევს, – განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა რადიკალური ჯგუფების მხრიდან მოწყობილ პროვოკაციებზე საუბრისას.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ეს არის ადამიანზე თავდასხმა და როდესაც ადამიანზე თავდასხმა ხდება, თავდასხმა მხოლოდ მუშტი არ არის.
„არის რამდენიმე ათეული კაცისგან თუ ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც ასე დადის და ცდილობს პროვოკაციების მეშვეობით, ადამიანების შეურაცხყოფის გზით, წყევლით, გინებით, ასეთი მეთოდებით ადამიანები გამოიყვანოს წყობილებიდან. შემდეგ იძახიან, რომ თქვენ თმენის უფლება გაქვს და ა.შ.
ეს არის ადამიანზე თავდასხმა და როდესაც ადამიანზე თავდასხმა ხდება, თავდასხმა მხოლოდ მუშტი არ არის“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.