დიდგორის ბრძოლა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენაა, ეს არის ჩვენი გამარჯვების სიმბოლო, როდესაც შენ ამას ეხები და როდესაც ცდილობ დააკნინო დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების მნიშვნელობა, შენ ხარ უბრალოდ ვერაგი, შენ ხარ მტერი, – განუცხადა ჟურნალისტებს საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ ამავე საზოგადოების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
გიორგი გაბუნიას თქმით, ეს ჩვეულებრივი ბოლშევიზმია.
„ეს არის ძალიან ვერაგული და შორს მიმავალი ჩანაფიქრი იმისა, რომ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები გამოარჩიონ და შემდეგ ეს გააბაიბურონ.
მას ვუპასუხებთ. პასუხი არამხოლოდ ჩემი მხრიდან იქნება, არამედ ისტორიკოსების მხრიდანაც. საზოგადოებას კიდევ ერთხელ ნათლად ავუხსნით და შევახსენებთ იმ ძალიან ბევრ ისტორიულ დეტალს, რომელიც დიდგორის გამარჯვების მნიშვნელობას ცხადყოფს“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.