საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, ოჯახებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრნენ.
პატრიარქმა გელა გელაძისა და მამუკა მდინარაძის ოჯახები დალოცა.
ილია მეორემ შინაგან საქმეთა მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
კომენტარები