“ჩვენი ქვეყანა ფიქრობს თავის მომავალზე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „EURO ანატომია“ განაცხადა.
მან „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონზე ისაუბრა.
„როდესაც სპეციალურად ხაზს უსვამენ, რომ ეს არის დისკრიმინაციისთვის მიღებული კანონი, აქ უნდა ვეძებოთ სერიოზული კონსპირაცია, რომელიც გულისხმობს საზოგადოებაში დაპირისპირებების წარმოქმნის და ეროვნული უსაფრთხოების პრინციპებისადმი დაპირისპირებას. აქ არის ჩადებული იდეა, რომ ადამიანებმა ერთმანეთში იკამათონ მაშინაც კი, როდესაც საკამათო არაფერია. ეს კანონი ბერს წაკითხული არ აქვს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს.