ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ირაკლი ბერაია სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის და საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პოზიციებს.
წლების განმავლობაში ირაკლი ბერია იყო საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.
ასევე იყო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი.
სხვადასხვა პერიოდში ირაკლი ბერაია მუშაობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორის თანამდებობებზე.
კომენტარები