„პრობლემის მოგვარებას შევეცადე იმით, რომ მივმართე ჩემი ბავშვობის მეგობარს, სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიას, რომელსაც მოსკოვიდან ვიცნობ, ვიცნობდი მიშასაც, მივედი თემურ ალასანიასთან და ვთხოვე დამხმარებოდა პრობლემის მოგვარებაში და სწორედაც, რომ მაშინ მივქარე“-აცხადებს „ექსკლუზივ ნიუსთან“ საუბარში საინფორმაციო ცენტრის „09“-ს დამფუძნებელი ივიკო გოგიჩაიშვილი.
„თემურ ალასანიას ბიჭი ნიკუშა ალასანია წამოვიყვანე ჩემთან და საინფორმაციო ცენტრ „09“–ს წილში ჩავსვი. ვუთხარი ვიომოთ „საქართველოს ბანკთან“, რადგან მე მართლა არავის ვალი არ მაქვს-თქო, დოკუმენტები ახლაც შენახული მაქვს, როგორ კაპიკ-კაპიკ დავფარე სესხები.
ნიკუშა ალასანია, რომელიც წილში ჩავსვი და რომელსაც ევალებოდა პრობლემის მოგვარება, გავუშვი მედიატორად „საქართველოს ბანკში“. ნიკა ალასანიამ მოგვარების ნაცვლად, „საქართველოს ბანკს“ გადაუხადა, იმაზე მეტი თანხა, რასაც ბანკი მედავებოდა, კონკრეტულად მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი დოლარი.
ნიკა ალასანიამ მოიყვანა თავის არაპროფესიონალი კვერცხები, რომლებმაც კომპანია დააქციეს.
მისი წასვლის შემდეგ, აღმოჩნდა რომ მას „რესპუბლიკა ბანკში“ კომპანიისთვის აღებული ჰქონდა 70 000 ოდენობის ვალი. ნიკა ალასანიას წასვლის მერე „რესპუბლიკა ბანკი“ სასამართლოში გავარდა, მიჩივლა, დამიყადაღა ანგარიშები, ამახია შენობა და დამადეს ვალები. დაკეტილმა ორგანიზაცია „ინფოჯორჯიამ“ 267 000 ლარი, თანამშრომლების ვალი გადაიხადა. ასე, რომ დამაქციეს. ეს იყო გეგმაზომიერად გაკეთებული,
ნიკა ალასანიამ საერთაშორისო ზარების ხელშეკრულება დადო ამერიკულ კომპანიასთან, რომელმაც გადაგვაგდო, იმ კომპანიას 170 000 დოლარი აქვს ჩვენი ვალი, საქმეს იძიებს ფინანსური პოლიცია. მაგრამ ეს საქმეც გაჩერებულია. შესაბამისად „09“ „რესპუბლიკა ბანკის“ სესხს ვერ მოემსახურა“აცხადებს გოგიჩაიშვილი „ექსკლუზივ ნიუსთან“ საუბარში.