ეს რეზოლუცია მიანიშნებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ევროპულ ბიუროკრატიაში. პირდაპირ ტყუილები იწერება ამხელა ქვეყნის პარლამენტის რეზოლუციის პროექტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საფრანგეთის პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განუცხადა.
პრემიერის თქმით, ტრაგიკული მოვლენაა, რაც ხდება ევროპულ ბიუროკრატიაში.
„ეს რეზოლუცია მიანიშნებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ევროპულ ბიუროკრატიაში. პირდაპირ ტყუილები იწერება ამხელა ქვეყნის პარლამენტის რეზოლუციის პროექტში. ტრაგიკული მოვლენაა, რასაც ვხედავთ ჩვენ ევროპულ ბიუროკრატიაში. იმედი მაქვს, ეს მდგომარეობა შეიცვლება “, – განაცხადა პრემიერმა.
კომენტარები