“ყველაფერი გაშიფრულია და განსაკუთრებული კონტროლის ობიექტად იქცა მათი საქმიანობა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.
აღნიშნულით ის გიული ალასანიას უნივერსიტეტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
“მთავარი მოწოდება მაქვს იმ ახალგაზრდების მიმართ, ვისაც არ აქვს გათვითცნობიერებული, თუ რა ავანტიურისთვის შეიძლება იყოს ეს ჯგუფი გამოყენებული. პირველ რიგში, მათ მოვუწოდებთ, რომ ამ ავანტიურისტებს თავი არ გამოაყენებინონ. სხვა მხრივ, 4 ოქტომბერი არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს”, – ამბობს ქადაგიშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას უნივერსიტეტი, გამჭვირვალობის კანონის გვერდის ავლით ახდენდა ფინანსების აკუმულირებას.
კომენტარები