„ლელოს“ დაკვეთით იაგო კაჭკაჭიშვილმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა მოამზადა, რომელიც დამალეს და არ აქვეყნებენ. იაგო კაჭკაჭიშვილი „ქრონიკის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
„ქრონიკამ“ კვლევის შედეგები მოიპოვა. „ლელოს“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში, როგორც პარტიულ, ასევე კანდიდატების რეიტინგში „ქართული ოცნება“ ლიდერობს.
კითხვაზე, „ამ შაბათს რომ ტარდებოდეს მუნიციპალური არჩევნები, თბილისის მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, კახა კალაძეს აქვს 61.1%, ლელოსა და გახარიას საერთო კანდიდატს 25.3%, იაგო ხვიჩიას – 7.3%.
რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს, „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით ყველგან ლიდერობს, მისი რეიტინგი 60%-ს სცდება. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოკითხულია 1500 რესპონდენტი, ცდომილება +- 2.5 პროცენტია. კვლევა სექტემბერში ჩატარდა.
კომენტარები