აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ კვირის ბოლოს ახლო აღმოსავლეთში ჩავა.
„შესაძლოა, კვირას“, – თქვა ტრამპმა, თუმცა არ დააკონკრეტა, რომელ ქვეყანას ეწვევა.
თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ისრაელსა და დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ღაზის სექტორში ომის შეწყვეტის თაობაზე სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შეთანხმების მიღწევის დიდი შანსი არსებობს.
„ჩვენ გვყავს შესანიშნავი გუნდი, შესანიშნავი მომლაპარაკებლები, სამწუხაროდ, მეორე მხარესაც ჰყავს შესანიშნავი მომლაპარაკებლები“, – დასძინა ტრამპმა.
მისი თქმით, გარიგების დადების ძალიან კარგი შანსი არსებობს.
კომენტარები