ზუგდიდში, მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის ასაღებად მისული მოქალაქე გამომცდელ ინსტრუქტორს დანით დაემუქრა გამოცდაზე არაერთხელ ჩაჭრისთვის. “ტვ პირველის” ინფორმაციით, მოქალაქე სვანეთიდან იყო ჩამოსული და წარსულში 6-ჯერ იყო გამოცდაზე ჩაჭრილი.
როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო.
კომენტარები