მთავარი არის, რომ ხელისუფლების გადატრიალების გეგმა ჩაიშალა, ჩაიშალა იმიტომ, რომ გამართულად იმუშავა ჩვენმა უსაფრთხოების სისტემამ, სამართალდამცველებმა, – განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
კითხვაზე დააპატიმრებენ თუ არა ყოფილ თანაპარტიელებს, რომლებიც „დამხობას აანონსებდნენ, ვინც ხაბეიშვილს აგულიანებდა“, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სიღრმეებში შესვლა საჭირო აღარ არის, მიდის გამოვლენა ყველა იმ პირის, რომელიც ძალადობაში იყო ჩართული და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი. მათი გამოვლენა არის სამართალდამცველი სტრუქტურების მიზანი.
„ყველას, ვისაც ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული და განსაკუთრებით დანაშაული საკუთარი ქვეყანი წინაშე, ყველა იქნება გამოვლენილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, მიანიშნებს თუ არა ის ამით ირაკლი ღარიბაშვილსა და ლილუაშვილზე, რადგან ისინი წავიდნენ პარტიიდან, პაპუაშვილმა განაცხადა: „არა, ეს არის აბსურდი, თქვენ გინდათ, რაღაცები მიაკეროთ ამ გამონათქვამებს. ზუსტად ეს არის მთავარი მანიპულაცია.
თქვენ გინდათ, რომ სპეკულაცია ააგოთ ამაზე და ზუსტად ეს არის მთავარი სისუსტე, რაც თქვენს ტელევიზიას აქვს და ამიტომ ჩაფლავდა 4 ოქტომბრის წინასწარ გამოცხადებული რევოლუცია“, – მიმართა პაპუაშვილმა „ტვ. პირველის“ ჟურნალისტს.