როდესაც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა ახალგაზრდა მინისტრი 43 წლის ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე მიდიოდა იქ შეკრებილი 50-კაციანი ჯოგისთვის მხარდასაჭერად და მერე ვიდეოკლიპის ჩასაწერად სადაც თავდაყირა აყენებდა სიმართლეს და ატყუებდა საზოგადოებას, მას უნდა სცოდნოდა, რომ დღევანდელ საქართველოსი ამას არავინ მარტივად არ გაუტარებდა, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე წერს სოციალურ ქსელში.
ანჯაფარიძე ელინა ვალტონენის ქმედებებს პროვოკაციულს უწოდებს და აცხადებს, რომ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვიზიტის გაუქმება ვალტონენის ინიციატივით მოხდა.
“როდესაც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა ახალგაზრდა მინისტრი 43 წლის ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე მიდიოდა იქ შეკრებილი 50-კაციანი ჯოგისთვის მხარდასაჭერად და მერე ვიდეოკლიპის ჩასაწერად სადაც თავდაყირა აყენებდა სიმართლეს და ატყუებდა საზოგადოებას, მას უნდა სცოდნოდა, რომ დღევანდელ საქართველოსი ამას არავინ მარტივად არ გაუტარებდა. თუ არ იცოდა, გამოდის რომ ცუდი დიპლომატია და წინასწარ არ გაეცნო ადგილზე არსებულ რეალობებს. თუმცა იცის, რომ ამ პროვოკაციას სათანადოდ დაუფასებენ სადაც ჯერ არს.
ვალტონენი აცხადებს რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან თურმე ვიზიტი თავად გააუქმა. თუმცა ეს განაცხადა მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრმა გააუქმა ვიზიტი. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ვალტონენი აიჭრა და სახის შესანარჩუნებლად ტყუილებზე გადავიდა. მას რომ პრემიერთან ვიზიტი გაეუქმებინა, ამისთვის ოფიციალური შეტყობინება უნდა გაეგზავნა წერილობით ან ელექტრონული ფორმით, როგორც წესები და დიპლომატიური ეტიკეტი მოითხოვს. თუმცა ასეთი კომუნიკაცია არსად ფიქსირდება.
ვალტონენი მაგონებს აგენტს, რომელსაც ერთჯერად ფუნქციას დააკისრებენ, ისიც შეასრულებს, და სადღაც ვიღაცეებთან ქულებს ჩაიწერს. რას ვიზამთ “c’est la vie.”“- წერს ანჯაფარიძე.
როდესაც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა ახალგაზრდა მინისტრი 43 წლის ელინა ვალტონენი რუსთაველის…
Posted by Zaal Anjaparidze on Thursday, October 16, 2025