აშშ-ის ფედერალურმა ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ბრალი წაუყენა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონს საიდუმლო ინფორმაციის არასათანადოდ მოპყრობის ბრალდებით. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
ბოლტონს ბრალი ედება იმაში, რომ ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ სენსიტიურ დოკუმენტებს პირადი AOL ელექტრონული ფოსტის საშუალებით აგზავნიდა.
ბოლტონი ტრამპის მრჩეველი მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს იყო. შემდეგ ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ის ტრამპის კრიტიკოსი გახდა.
იმ შემთხვევაში, თუ ბოლტონს ბრალი დაუმტკიცდება, მას ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კომენტარები