აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოლუმბიის პრეზიდენტს, გუსტავო პეტროს „არალეგალური ნარკობარონი“ უწოდა და ის „ნარკოტიკების მასობრივი წარმოების ძლიერ წახალისებაში“ დაადანაშაულა.
ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ სამხრეთ ამერიკის ქვეყნისთვის სუბსიდიების გამოყოფას შეწყვეტს.
„ამ ნარკოპროდუქციის წარმოების მიზანი ამერიკაში მასობრივი რეალიზებაა, რაც იწვევს სიკვდილს, ნგრევასა და ქაოსს. პეტრომ, დაბალი რეიტინგის მქონე არაპოპულარულმა ლიდერმა, რომელიც ამერიკის მიმართ უპატივცემულო განცხადებებს აკეთებს, უმჯობესია, სასწრაფოდ შეწყვიტოს ეს საქმიანობა, თორემ, მის ნაცვლად, ამას ამერიკა გააკეთებს, ეს პროცესი კი კარგად არ დასრულდება“, – დაწერა ტრამპის Truth Social-ზე.
ცნობისთვის, აშშ-სა და კოლუმბიას შორის ურთიერთობები დაიძაბა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი თანამდებობაზე დაბრუნდა. გასულ თვეში შეერთებულმა შტატებმა გუსტავო პეტროს ვიზა გაუუქმა მას შემდეგ, რაც ის ნიუ იორკში პალესტინელთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრაციას შეუერთდა და ამერიკელ ჯარისკაცებს ტრამპის ბრძანებებისადმი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.