რუსეთის პოზიცია თანმიმდევრული რჩება, – ასე ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი, აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებას, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტისთვის საჭიროა ფრონტის ხაზის გაყინვა.
პესკოვის თქმით, ომის დასასრულებლად აუცილებელია გადაიჭრას ის საკითხები, რაც კონფლიქტის გამოწვევის თავდაპირველი მიზეზი გახდა.
„ეს თემა არაერთხელ წამოიჭრა, სხვადასხვა ნიუანსებით რუსულ-ამერიკული კონტაქტების დროს და რუსული მხარე ყოველთვის იძლეოდა პასუხს, რომელიც კარგადაა ცნობილი: რუსეთის პოზიცია თანმიმდევრულია და არ იცვლება. აღსანიშნავია, რომ რუსული მხარე უკრაინული ძალების გასვლას ითხოვს იმ ტერიტორიებიდან, რომლის ანექსირებასაც ცდილობს. მოსკოვი ასევე აცხადებს, რომ ომის დასასრულებლად აუცილებელია გადაიჭრას ის საკითხები, რაც კონფლიქტის გამოწვევის თავდაპირველი მიზეზი გახდა“, – განაცხადა პესკოვმა.