პარიზთან ახლოს ტორნადოს შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
სტიქია საფრანგეთის დედაქალაქთან ახლოს მდებარე ვალდუაზის რეგიონში მოხდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნეზმა განაცხადა, რომ სტიქიამ რეგიონს დიდი ზიანი მიაყენა.
„უეცარი და იშვიათი ინტენსივობის ტორნადო ვალდუაზის რამდენიმე მუნიციპალიტეტს დაატყდა თავს, რამაც ერთი ადამიანის სიკვდილი და რამდენიმე ადამიანის მძიმე დაზიანებები გამოიწვია. ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და მხარდაჭერას ვუცხადებთ დაზარალებულ მოსახლეობას. ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს“, – წერს ნუნეზი სოციალურ ქსელში.
კომენტარები