თეთრ სახლში დაიწყო აღმოსავლეთ ფრთის ნაწილის დანგრევა ახალი საბანკეტო დარბაზის მშენებლობისთვის, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
როგორც მედია იუწყება, სამშენებლო ჯგუფებმა უკვე დაიწყეს მუშაობა, რასაც ადასტურებს მედიაში გავრცელებული ფოტომასალა.
აღნიშნულთან დაკავშირებით თეთრ სახლში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საბანკეტო დარბაზის მიშენება იქნება არსებული შენობის „მახლობლად“, მაგრამ არ შეცვლის მას.
„ეს არ იქნება არსებულ შენობაში ჩარევა. არ იქნება. ის იქნება მის მახლობლად, მაგრამ არ შეეხება მას. მე უდიდეს პატივს ვცემ არსებულ შენობას, ეს ჩემი საყვარელი ადგილია“, – განაცხადა ტრამპმა.
თეთრი სახლი ორი საუკუნის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტების ისტორიულ რეზიდენციას წარმოადგენს. აღმოსავლეთის ფრთა 1902 წელს აშენდა და ბოლოს 1942 წელს განახლდა.