სლოვაკეთის სასამართლომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე რობერტ ფიცოზე თავდამსხმელს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 72 წლის იურაი ცინტულამ 2024 წლის მაისში სლოვაკეთის ქალაქ ჰანდლოვაში ფიცოს ხუთჯერ ესროლა.
როგორც Reuters-ი წერს, ცინტულას ბრალი ტერორიზმის მუხლით წაუყენეს. განაჩენის გასაჩივრება სლოვაკეთის უზენაეს სასამართლოშია შესაძლებელი.
სასამართლოს მიმდინარეობისას ცინტულას არაერთხელ უთქვამს, რომ მას ფიცოს მოკვლა არ სურდა. მას მისი დაჭრა უნდოდა, რადგან ხელი შეეშალა იმგვარი პოლიტიკის გატარებაში, რომელიც, მისი აზრით, სლოვაკეთში თავისუფლებასა და კულტურას საფრთხეს უქმნის.
კომენტარები