ჩრდილოეთ კორეამ მოკლე მანძილზე მოქმედი რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
რაკეტების გასროლა ქვეყნის დედაქალაქ ფხენიანიდან მოხდა.
მაისის შემდეგ ეს იყო ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტების პირველი გაშვება.
გაშვება პირველია სამხრეთ კორეის პრეზიდენტად, ლი ჯე მიუნგის არჩევის შემდეგ, რომელსაც ჩრდილოეთ კორეასთან ჩართულობის პლატფორმა აქვს. ლი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას სამხრეთ კორეაში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ფორუმის სამიტზე შეხვდებიან.
დონალდ ტრამპი ასევე ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდება.
კომენტარები
