აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა.
„ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამას მომავალში გავაკეთებთ“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას.
ტრამპმა ასევე ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ახალ სანქციებზეც.
„ეს ძალიან დიდი სანქციებია. ის მიმართულია მათი ორი დიდი ნავთობკომპანიის წინააღმდეგ და ვიმედოვნებთ, რომ ისინი დიდხანს ვერ იმოქმედებენ. ვიმედოვნებთ, რომ ომი დასრულდება. ვფიქრობ, ორივე მხარეს ახლა მშვიდობა სურს“, – აღნიშნა ტრამპმა.
კომენტარები