უკრაინაში ომი გრძელდება, კრამატორსკში რუსეთის საჰაერო თავდასხმას ორი ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მედიის ინფორმაციით, ისინი დრონის აფეთქებისას გასამართ სადგურზე ავტომობილში იმყოფებოდნენ. მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო უკრაინის პრეზიდენტმა.
ქვეყნის ადამიანის უფლებათა კომისარმა კი მომხდარს სამხედრო დანაშაული უწოდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება აღნიშნული კვალიფიკაციით დაიწყო.
კომენტარები
