აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, რადიკალი მემარცხენეები მის პოლიტიკას იმიტომ აპროტესტებენ, რომ ის კრიმინალს ებრძვის, რაც გამაოგნებელია.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სასაზღვრო და საიმიგრაციო დაცვის ოფიცრების წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტში, დაფინანსებული და პროფესიონალი აგიტატორები მონაწილეობენ.
ტრამპის თქმით, ის ხალხი, ვინც არეულობებს აწყობს ან მის საწინააღმდეგოდ მსვლელობებს მართავს, ამერიკელი ხალხის რეალურ სახეს არ წარმოადგენს.
„ვაკვირდები ამ რადიკალ მემარცხენე გიჟებს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? იმის გამო გვებრძვიან, რომ კრიმინალის შეჩერება გვსურს. საიდან მოდის ეს ხალხი, და ვინ აფინანსებს მათ? მათ ნამდვილად ფულს უხდიან, და ვფიქრობ, რომ ბევრ ფულს უხდიან. წინა დღეებში სასაცილო მსვლელობა მოაწყვეს. ეს ხალხი არ არის ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობა. მათი უმეტესობა საეჭვო რეპუტაციისაა. ვხედავთ, როგორი გაგიჟებულები არიან, როცა ამ სიგიჟის მიზეზი არ აქვთ, თუმცა სწორედ იმიტომ გიჟდებიან, რომ ფულს იღებენ ამაში. ესენი არიან დაფინანსებული და პროფესიონალი აგიტატორები. ჩვენ ძალიან ბევრი ინფორმაცია გვაქვს იმაზე, თუ ვინ არიან მათი დამფინანსებლები, და როცა გაიგებთ, გაგიკვირდებათ“, – თქვა ტრამპმა.
