რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ, რუსეთი და უკრაინა შესაძლოა უკრაინაში მიმდინარე ომის „დიპლომატიურ გადაწყვეტასთან“ იყვნენ ახლოს.
„ვფიქრობ, რუსეთი, აშშ და უკრაინა რეალურად ძალიან ახლოს არიან დიპლომატიურ გადაწყვეტასთან. ეს დიდი პროგრესია პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან, რომ ის უკვე აღიარებს, რომ საუბარი ეხება საბრძოლო ხაზებს“, – განაცხადა დმიტრიევმა.
„იცით, მისი წინა პოზიცია იყო, რომ რუსეთს სრულად უნდა დაეტოვებინა [ტერიტორიები], ამიტომ, რეალურად, ვფიქრობ, რომ გონივრულად ახლოს ვართ დიპლომატიურ გადაწყვეტასთან, რომლის მიღწევაც შესაძლებელია“, – დასძინა მან.
კომენტარები
