ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინისთვის გარკვეული ტიპის შეიარაღების მიწოდება კონკრეტული მოკავშირის გადასაწყვეტია.
მისი თქმით, ეს ეხება შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ ფრთოსანი რაკეტების გადაცემის საკითხსაც, რომელზეც გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მიიღოს.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს ის აშშ-ის მხრიდან „ტომაჰავკების“ შესაძლო გადაცემის შანსებს, რუტემ უპასუხა, რომ „მოკავშირის გადასაწყვეტია, თუ რა ტიპის შეიარაღებას გადასცემს ის უკრაინას“.
რუტემ აგრეთვე დასძინა, რომ უკრაინას აქვს უფლება, დარტყმები განახორციელოს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, რათა თავი დაიცვას.
„ტომაჰავკის“ რაკეტების გადაცემის საკითხს პრეზიდენტი ტრამპი იხილავს. გადაწყვეტილება მხოლოდ აშშ-მა უნდა მიიღოს“, – თქვა რუტემ.
კომენტარები
