სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღება სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მოხსენების შემდეგ გადაწყვიტა.
მედიის ამერიკული და ევროპული წყაროების თანახმად, რუბიომ ტრამპს მოახსენა, რომ მოსკოვმა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით არცერთი ნაბიჯი არ გადადგა.
Bloomberg-ი ასევე წერს, რომ რუბიოს პოზიციამ გაიმარჯვა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის მოსაზრებაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინამ რუსეთს დონბასის რეგიონი უნდა დაუთმოს.
თეთრმა სახლმა ოფიციალურად განაცხადა, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის წარმართავს ტრამპი, ხოლო რუბიო და უიტკოფი „ერთიანი გუნდია“, რომელიც პრეზიდენტს უჭერს მხარს.
კომენტარები
