ბრიტანეთში დაჯგუფების ექვს წევრს, რომლებმაც ორგანიზაცია „ვაგნერის“ დაკვეთით უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების საწყობს ხანძარი გაუჩინეს, განაჩენი გამოუტანეს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, თავდასხმა რუსეთის სახელმწიფოს სახელით მოქმედი კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ დაკვეთით განხორციელდა და ერთი მილიონი გირვანქა სტერლინგის ზიანი გამოიწვია.
დაჯგუფების ექვსი წევრი შპიონაჟის, ტერორისტული დანაშაულისა და ცეცხლის გაჩენის მუხლებით გაასამართლეს.
ასევე დადგენილია, რომ დაჯგუფება ლონდონის ცენტრში, მეიფეირის უბანში გეგმავდა რესტორნისა და ღვინის მაღაზიისთვის ცეცხლის წაკიდებას და მფლობელის, შეძლებული რუსი დისიდენტის ევგენი ჩიჩვარკინის გატაცებას.
კომენტარები
