ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე კანდიდატმა 68 წლის კეტრინ კონოლიმ გაიმარჯვა, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრიდა კენჭს. წინასწარი მონაცემის მიხედვით, კონოლიმ ამომრჩეველთა ხმების 63% დააგროვა.
ამასთან, ირლანდიის ისტორიაში პირველად, ბიულეტენების 13%-ზე მეტი გაბათილდა. კეტრინ კონოლის გამარჯვება უკვე მიულოცა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მიჰოლ მარტინმა და მასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
ირლანდიაში პრეზიდენტის პოსტი ცერემონიალურია და მთავრობის პოლიტიკაზე გავლენას არ ახდენს, თუმცა ადგილობრივმა მედიამ კონოლის გამარჯვება მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის სირცხვილად შეაფასა.
კომენტარები
