აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე მოქმედ ტარიფებს კიდევ 10%-ით გაზრდის.
„მათი მხრიდან ფაქტების სერიოზული დამახინჯებისა და მტრული ქმედებების გამო, მე ვზრდი ტარიფებს კანადასთან მიმართებით 10%-ით“, – აღნიშნა ტრამპმა.
თეთრი სახლის მეთაურის თქმით, კანადის ხელისუფლებამ აშშ-ში შეუკვეთა სარეკლამო ვიდეორგოლის ჩვენება, სადაც მოყვანილია აშშ-ის მე-40 პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის სიტყვის ფრაგმენტები. ამ ფრაგმენტებში რეიგანი აკრიტიკებს ტარიფებს და იცავს თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს.
ტრამპმა განაცხადა, რომ ვიდეო და აუდიო ფრაგმენტები სპეციალურად იყო შერჩეული, რათა მაყურებელში ცრუ შთაბეჭდილება შეექმნათ. მან ასევე დაამატა, რომ კანადურ მხარეს არ მიუღია და არც მოუთხოვია ნებართვა რეიგანის სიტყვაში ცვლილებების შესატანად.
„ამ თაღლითობის ერთადერთი მიზანი იყო კანადის იმედი, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლო „დაეხმარებოდა“ მათ იმ ტარიფებთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში იყენებდნენ შეერთებული შტატების საზიანოდ“, – დასძინა ტრამპმა.
