აშშ-ში, პენსილვანიის შტატის ლინკოლნის უნივერსიტეტში სროლა იყო. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანია დაღუპული, ხოლო ექვსი დაჭრილი.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, რომელსაც იარაღი ჰქონდა, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ცეცხლი სხვასაც გაეხსნა.
„გამომძიებლები ჯერ კიდევ ცდილობენ მომხდარის გარკვევას“, – განაცხადეს სამართალდამცველებმა.
მომხდარს გამოეხმაურა პენსლივანიისგუბერნატორი. ჯოშ შაპირომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უკვე ინფორმირებულიათავდასხმის თაობაზე.
კომენტარები
