ლუვრის უსაფრთხოების ერთი თანამშრომელი ქურდებთან თანამშრომლობდა, – ინფორმაციას “ტელეგრაფი” ავრცელებს.
საქმესთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემამ გაარკვია, რომ ეჭვმიტანილს მძარცველებთან დანაშაულის ჩადენამდე ჰქონდა კონტაქტი. გამოძიების ვერსიით, ქურდებმა მუზეუმის უსაფრთხოების სისტემის შესახებ შიდა კონფიდენციალური ინფორმაცია წინასწარ მიიღეს, რის საშუალებით გაარკვიეს, თუ საიდან უნდა შესულიყვნენ შენობაში.
ტელეგრაფის ინფორმაციით, გამოძიებას ამის “ციფრული მტკიცებულებები” აქვს.
შეგახსენებთ, 19 ოქტომბერს ლუვრში ოთხმა ბოროტმოქმედმა შეაღწია. მათ საიმპერატორო კოლექციიდან 9 ექსპონატი გაიტაცეს. ნაძარცვის საერთო ღირებულება 88 მილიონი ევროა.
კომენტარები
