აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი რიკ სკოტი აცხადებს, რომ ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დღეები დათვლილია.
ამერიკელი სენატორის თქმით, ვენესუელაში რაღაც მოხდება.
„მე რომ მადურო ვიყო, ახლა რუსეთში ან ჩინეთში წავიდოდი. მისი დღეები დათვლილია. რაღაც მოხდება. შინაგანი იქნება ეს თუ გარეგანი, ვფიქრობ, რაღაც მოხდება“, – განაცხადა სენატორმა რიკ სკოტმა.
თვის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან ვენესუელაში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო ოპერაციების ჩატარება დაამტკიცა. გასულ კვირაში კი ტრამპის ადმინისტრაციამ რეგიონში მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი გაგზავნა. F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლები, რვა ამერიკული სამხედრო ხომალდი და დაახლოებით 10 000 ამერიკელი ჯარისკაცი ამჟამად კარიბის ზღვის აუზში იმყოფებიან.
კომენტარები
