დნეპროპეტროვსკში რუსულმა დრონებმა გერმანული ტელეარხის, „ველტის“ გადამღებ ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტი მედიის წარმომადგენლების მუშაობის დროს მოხდა, როცა რეპორტიორები უკრაინის თავდაცვის ძალების 42-ე ბრიგადის წარმომადგენლებთან ინტერვიუს იწერდნენ.
„ველტის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ თავდასხმის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაიჭრა. ხოლო ჟურნალისტებიდან ერთს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ორი კი მსუბუქად დაშავდა.
კომენტარები
