ისრაელის იერიშის შედეგად ღაზაში ხუთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
როგორც „ჰამასის“ სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენელმა „ბიბისის“ განუცხადა, ისრაელმა სხვადასხვა ტერიტორიაზე რამდენიმე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ძლიერი აფეთქებები ისმოდა ანკლავის რამდენიმე ნაწილში, ყველაზე მძიმე დარტყმები კი ქალაქ ღაზაში განხორციელდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებს ჯერ განცხადება არ გაუკეთებიათ.
კომენტარები
