რიო დე ჟანეიროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პოლიციის მიერ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს, სულ მცირე, 80 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ოთხი პოლიციელია.
მთავრობის განცხადებით, დაკავებულია 56 ადამიანი. მასშტაბურ სპეცოპერაციაში უშიშროების 2 ათას 500 თანამშრომელი და 32 ჯავშანტრანსპორტიორი მონაწილეობდა.
ხელისუფლების ცნობით, ეს იყო ყველაზე დიდი სპეცოპერაცია, რომელიც აქამდე ჩატარებულა, რის გამოც დაახლოებით 50 სკოლა იყო დახურული, შეფერხებით მუშაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
კომენტარები
