ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, ტეო ფრანკენმა მკაცრად გააფრთხილა რუსეთი და განაცხადა, რომ ბრიუსელზე ნებისმიერი სარაკეტო თავდასხმა გამოიწვევდა ნატოს გადამწყვეტ პასუხს.
„თუ პუტინი ბრიუსელის მიმართულებით რაკეტას გაუშვებს, ჩვენ მოსკოვს წავშლით რუკიდან“, – აღნიშნა ბელგიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
„ევროპაში ამერიკის მთავრობის მიმართ მიკერძოება იმდენად დიდია – უბრალოდ დაუჯერებელია… მან [დონალდ ტრამპმა] პირდაპირ თქვა, რომ ამერიკა გააგრძელებს ნატოს მოკავშირეების ასპროცენტიან მხარდაჭერას. ბრიუსელზე ფრთოსანი რაკეტა? ეს გამორიცხულია. პუტინიც კი ამას არ იზამს“, – განაცხადა მან.
კომენტარები
