მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეებისთვის ქვეყნის დატოვების პროცედურები გაამარტივა, უკანასკნელ ორ თვეში ქვეყანა დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა დატოვა, რომელთა ასაკი 18-დან 22 წლამდე მერყეობს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
კერძოდ, ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინა-პოლონეთის საზღვარი 99 ათასმა ახალგაზრდა უკრაინელმა გადაკვეთა.
როგორც გამოცემა იუწყება, მას შემდეგ, რაც უკრაინამ ახალგაზრდა ადამიანებს უფრო მეტი თავისუფლება მისცა, მოსალოდნელი იყო, რომ მათი უმეტესობა სამშობლოში დაბრუნდებოდა.
პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, იანვრიდან აგვისტომდე, ანუ შემამსუბუქებელი კანონის ამოქმედებამდე, პოლონეთში 45 300 უკრაინელი ჩავიდა, რომელთა ასაკი 18-22 წელია. ხოლო შემდეგ ორ თვეში – 98 500, ანუ დღეში – 1600.
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი უკრაინელი დაბრუნდა სამშობლოში, ჯერჯერობით არ არსებობს.
