იამაიკაში ადასტურებენ, რომ ქარიშხალ „მელისასგან“ გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ქვეყანაში ოთხი ადამიანი დაიღუპა.
„სამწუხაროდ ვაცხადებ, რომ სენტ ელიზაბეტში პოლიციამ ოთხი ადამიანის, სამი მამაკაცისა და ერთი ქალის, გარდაცვალება დაადასტურა. ისინი ქარიშხლის შედეგად წარმოქმნილმა წყალდიდობის ტალღებმა წაიღო“, – აღნიშნა იამაიკის ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების განვითარების მინისტრმა.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰაიტიში ქარიშხალ „მელისასგან“ გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. ოფიციალური პირების განმარტებით, დაღუპულთა რიცხვმა შეიძლება, მოიმატოს, რადგან ქვეყანაში ძლიერი წვიმა გრძელდება.
კომენტარები
