17 ოქტომბერს, სამხრეთ ესტონეთში, რეედოს სამხედრო ყაზარმების მახლობლად, ორმა ამოუცნობმა დრონმა გადაიფრინა, რომელთაგან ერთი ესტონეთში განთავსებულმა მოკავშირეთა ძალებმა ჩამოაგდეს.
„17 ოქტომბერს, 16:30 საათზე, მოკავშირეებმა ქვეითთა მე-2 ბრიგადის კამპუსის უშუალო სიახლოვეს, ორი უპილოტო საფრენი აპარატი დააფიქსირეს, რომელთაგან ერთი დრონის საწინააღმდეგო შაშხანის გამოყენებით ჩამოაგდეს“, – განუცხადა გამოცემა „პოსტიმეეს“-ს ესტონეთის თავდაცვის ძალების (EDF) შტაბის სპიკერმა, ლიის ვაკსმანმა.
მისი თქმით, ქვეყნის თავდაცვის ძალები, პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტთან ერთად, ჩამოგდებული დრონის პოვნას ცდილობდნენ, მაგრამ იმ ტერიტორიაზე, სადაც ის სავარაუდოდ ჩამოვარდა, ვერ იპოვეს.
„თავდაცვის ძალები უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინციდენტებზე დეტალურ კომენტარს არ აკეთებენ“, – დასძინა მან.
რეედოს ყაზარმები შეერთებული შტატების არმიის მე-7 საკავალერიო პოლკის მე-5 ესკადრონის (5-7 CAV) დისლოკაციის ადგილია. აღნიშნული ესკადრონი ჯავშანსადაზვერვო დანაყოფს წარმოადგენს.
https://news.err.ee/1609841727/nato-allies-shoot-down-unidentified-drone-over-us-barracks-in-estonia
