გამოცემა The Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირი რუსეთთან ომისთვის ემზადება.
გამოცემა წერს, რომ ევროკომისია ნატოს ქვეყნებისა და ევროკავშირის მთავრობებთან ერთად მუშაობს გეგმაზე, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში მთელ ევროპაში სამხედრო ტექნიკის სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
წყარომ The Financial Times-ს უამბო, რომ ევროკავშირი ასევე სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გადასატანად სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურის ერთობლივი გამოყენების შესაძლებლობაზე მუშაობს.
გეგმის მიხედვით, ევროკომისია სამხედრო ტექნიკაზე საბაჟო პროცედურების გამარტივებას აპირებს.
კომენტარები
