კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, წესებზე დაფუძნებული ვაჭრობის ეპოქა დასრულდა.
ამის შესახებ მარკ კარნიმ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, 1989 წელს ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ გლობალური ეკონომკა ერთ-ერთ ყველაზე ღრმა ცვლილებას განიცდიდის.
„ის ძველი სამყარო დასრულდა, სადაც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობა აღორძინდა. დასრულდა წესებზე დაფუძნებული, ლიბერალიზებული ვაჭრობისა და ინვესტიციების სტაბილური გაფართოების ძველი სამყარო, რომელშიც ჩვენი ერების დიდი ნაწილი, მათ შორის კანადა აღორძინდა“, – თქვა კარნიმ.
		კომენტარები
		
			    				    	
					
 
				