„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, ანა პაულინა ლუნამ განაცხადა, რომ ამერიკის ძირითადი მედია საშუალებები, ისევე როგორც მათი მშობელი კომპანიები ევროპაში, დუმან ევროკავშირში წარმოქმნილი პრობლემების შესახებ.
„აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები – ისევე როგორც მათი მშობელი კომპანიები ევროპაში – თანამონაწილენი არიან ევროპის მასშტაბით მიმდინარე ძალადობის, გაუპატიურებისა და უფრო ფართო საიმიგრაციო და კულტურული კრიზისის დაფარვაში. არ შეცდეთ: ევროპელი ქალები რეგულარულად ხდებიან თავდასხმის მსხვერპლნი, ევროკავშირი კი ისევ თავს იკატუნებს, რომ ყველაფერი რიგზეა“, – აღნიშნა მან.

კომენტარები
